ბრალდებული დედა და გარდაცვლილი შვილი - მკვლელობის მოწმე სავარაუდოდ გარდაცვლილის მამაა

გამოქვეყნდა:

ადამიანი, რომელიც ახალი წლის ღამეს ცივი იარაღით საკუთარმა დედამ მოკლა 41 წლის იგორ პოსტნიკოვია. ბორჯომში, აღმაშენებლის გამზირზე 62 წლის ტოპა პოსტნიკომ ცივი იარაღით შვილს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღვოდა. 

გარდაცვლილის ცხედარი ახალციხის პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული დედა დააკავეს. მეზობლები "მთავარს" უყვებიან, რომ იგორ პოსტნიკოვი ხშირად სვამდა და კონფლიქტის მიზეზი ოჯახშიც სწორედ ეს იყო. ფაქტს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. 

ტომა პოსტნიკოვას ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა. ხვალ, 3 იანვარს, სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. 62 წლის ქალს საკუთარი შვილის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი