დღეს კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 469 პირი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 469 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 პაციენტი გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 229 169
  • გამოჯანმრთელებულია - 220 442
  • გარდაცვლილია - 2 603
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 2 795, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1 868, PCR ტესტით - 927
  • კარანტინის რეჟიმში - 386
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 840

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 84 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 60 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი

აქვე შეგიძლიათ იხილოთ შემაჯამებელი სტატია და გადაავლოთ თვალი, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ კორონავირუსთან ერთად 2020 წელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი