ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.
ინფორმაციას detective-info.com.ua ავრცელებს
უკრაინული მედიის ცნობით, ლავასოღლი უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა, აეროპორტში შემოწმებისას კი არ ჰქონდა საბუთები, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.
ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოში 2018 წლის ივლისში, დაუსწრებლად შეუფარდა.