ბათუმში ერთი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. ოცნების ქალაქში მოხდა. მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი და დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი. არსებული ინფორმაციით, მოკლულიც, დაჭრილიც და სავარაუდო დამნაშავეც ე.წ. ოცნების დასახლებაში ცხოვრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მათ შორის სწორედ მოკლულის სახლში დაიწყო, შემდეგ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე მკვლელობა მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
"მთავარი არხი" შემთხვევის ადგილზე ცდილობს დეტალების დადგენას.
ავტორი: თეა ვაშალომიძე