საქართველოში COVID-19-ით კიდევვ 25 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 4 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა  2 628 გახდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 229 763
  • გამოჯანმრთელებულია - 222 405
  • გარდაცვლილია - 2 628
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 3 845, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 199, PCR ტესტით - 1 646
  • კარანტინის რეჟიმში - 386
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 840

აქვე - ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 594 ადამიანი ინფიცირდა; 1 963 პირი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 60 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი