შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების დროს აბაშაში 1 ადამიანი დაჭრა

გამოქვეყნდა:

პოლიციამ 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას უწყება ვებგვერდზე ავრცელებს. 

"დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს"

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი