მარტყოფში 23 წლის ბიჭმა საახალწლო სუფრაზე ბიძა დაჭრა - მისი მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

მარტყოფში ახალგაზრდა კაცმა საახალწლო სუფრაზე ბიძა დაჭრა. ნათესავები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი 23 წლის ბიჭმა ბიძას ტყვია ესროლა.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

"ალბათ უბედური შემთხვევა იყო, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, ოპერაცია გაუკეთეს, მეტი არაფერი ვიცი", - ამბობს მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ბიჭი უკვე დააკავა და გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი