კოვიდინფიცირებული დეკანოზი თეოდორე კლინიკის დატოვების შემდეგ გარდაიცვალა - ეპარქიის ხუცესი

გამოქვეყნდა:

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის დეკანოზი თეოდორე COVID-19-ით კლინიკის დატოვებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. უცნობია, სად დაინფიცირდა სასულიერო პირი, მაგრამ ახლობლების თქმით, დეკანოზს ვირუსის დადასტურების შემდეგ მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.

"კლინიკიდან იყო ახალი გამოსული... საიდან აიკიდა? ბაზარში იყვნენ წასული ოჯახის წევრები? ეს არავინ არ იცის. დაინფიცირდა მამაო და 4-5 დღეში დამძიმდა, აღმოაჩნდა კორონავირუსი მთელ ოჯახს. ტაძარში არ ყოფილა მამაო, შაბათ-კვირა არ იყო და არ მოუწია", - ამბობს ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ხუცესი, იოანე რევიშვილი.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ანალიტიკოსების აზრით კოვიდპანდემიის მართვისთვის აუიცილებელია მიზნობრივი ტესტირების დაწყება - სასულიერო პირების, მესაზღვრეებისა და რეგისტრირებული ტაქსის მძღოლების სავალდებულო ტესტირება.

"აუციელებელია მესაზღვრეებმა, მებაჟეებმა, ჟურნალისტებმა, ტაქსის მძღოლებმა, სასულიერო პირებმა გაიარონ ეს ტესტირება. ტესტირება უნდა იყოს უფასო", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე, "ლელოს" წარმომადგენელი.

აქვე გეტყვთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 594 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 963 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი