ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ.ნიკოლოზის ეკლესიასთან, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "მთავარის" ინფორმაციით, შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მომხდარს შსს-ც ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი