ახალი შტამის რისკ ჯგუფი ახალგაზრდები და ბავშვებია - საქართველოში მკურნალობის პროტოკოლი უცნობია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შტამის ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ეჭვი ლუგარის ლაბორატორიას დაახლოებით ორი კვირის წინ უკვე ჰქონდა და კვლევაც დაიწყო - ასე უთხრეს ჟურნალისტებს. 

თუმცა ორი კვირის თავზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს პასუხი ისევ არ ჰქონდა. მთავარმა არხმა კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ 25 დეკემბრის შემდეგ საქართველოში დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა ქვეყანაში ახალი ვირუსი შემოიტანეს. 

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში დარწმუნებით გვითხრეს, რომ ახალი ვირუსის ახალი შემთხვევა ქვეყანაში უკვე იყო.

ვირუსი, რომელის გავრცელებაც ბევრად მარტივია და ინფიცირების მთავარ რისკს ჯგუფს ახალგაზრდები და ბავშვები წარმოადგენენ, კოვიდ 19-თან შედარებით რთული სამართავია. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამჯერადაც ამ ვირუსის გავრცელებას ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა და უფრო მეტიც პროტოკოლსა და პრევენციულ მართვაზე ინფორმაცია არ აქვს. არადა ახალი გამოწვევები რომ იქნებოდა ამას ყველა გენეტიკოსი ადასტურებდა.

მხოლოდ დღის ბოლოს, ისიც მხოლოდ სამთავრობო მედიასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. 

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ახალი კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია. 

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაიკლო ტესტირების რაოდენობამ. ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაც სწორედ ამას უკავშირდება. 

25 გარდაცვლილთა შორის ერთი სასულიერო პირია. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, ქვეყანაში რისკ ჯგუფების სავალდებულო ტესტირება უნდა ხდებოდეს. 

კოვიდ 19 ახალი შტამი მსოფლიოს მასშტაბით გენეტიკოსებისთვის იმის ნიშანია, რომ ახლა ე.წ. მესამე ტალღა იწყება. 

საქართველოში კი  ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს პასუხი რა პროტოკოლით აპირებს ახალი შტამის ვირუსის მართვას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი