ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში შეზღუდვების ფონზე ქვეყანაში საწოლფონდი განიტვირთა და ამ დროისთვის 2 900 საწოლია თავისუფალი. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად განიტვირთა ამ პერიოდის განმავლობაში და 2 900 საწოლი არის თავისუფალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით აჭარაში, აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა იფნექციის სტაბილიზაცია და დაღმასვლა", - თქვა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, აჭარაში განმეორებითი ტალღის გაჩენის რისკიც შედარებით დაბალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.