დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ ახალი წლის დღეების შემდეგ კორონავირუსის ტესტზე მიმართვიანობასთან ერთად შემთხვევათა რაოდენობაც გაიზრდებოდა. მისი თქმით, დადებითობის მაჩვენელები 15%-მდეა, რაც ცუდი არაა.
"ზრდაზე, მაჩვენებელზე, გააჩნია ჩვენმა თანამემამულეებმა ახალ წელს როგორ მოილხლინეს სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახში იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია, რომ სუფრასთან ნიღბით ვერ დაჯდება ადამიანი და თუ ახლა ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას, სადღაც 10-14 რიცხვისათვის", - თქვა პაატა იმნაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ასევე, ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.