დიღომში, ბალანჩინის ქუჩაზე, ორმა არასრულწლოვანმა კომენდანტის საათის დაწყებამდე 10 წუთით ადრე სასურსათო მაღაზია გაქურდა.
წაღებულია 700 ლარამდე თანხა, სიგარეტები და პროდუქტი.
მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ არასრულწლოვნები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა სამართალდამცველები მათ დასასჯელად ვერაფერს აკეთებენ.
"იყო მოსული პოლიცია მაგრამ ჩვენ რეაგირებას ვერ ვახერხებთ, ვიჭერთ მაგრამ სასამართლო უშვებსო. სახელებიც იციან, გვარებიც იციან ყველაფერი იციან - ვერაფერს აკეთებენ. რას აკეთებენ საერთოდ?", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.
სასურსათო მაღაზიასთან გვიანობამდე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ დროისთვს ობიექტი მუშაობას შეფერხების გარეშე აგრძელებს.