ქალთა N5 ციხეში, 23 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებული ქალი პატიმრები, რომელთაც ვირუსი 3 იანვარს დაუდასტურდათ, ციხის საკარანტინე ზონებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

იზოლირებულ ზონაში იმყოფებიან ის პატიმრებიც, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, მაგრამ კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. 

სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები კი აღჭურვილები არიან სპეციალური დამცავი საშუალებებᲘთ და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას. 

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულებო დაწესებულებებში ინტენსიური PCR ტესტირება 31 დეკემბერს დაიწყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი