კორონავირუსის ახალი შტამის აფეთქებას ეპიდემიოლოგები სამ თვეში პროგნოზირებენ. პიკი გაზაფხულზე იქნება და შესაძლოა მას ჯანდაცვის სისტემის მორიგი კოლაფსი მოჰყვეს. ჯერჯერობით უცნობია, იმოქმედებს თუ არა კოვიდვირუსის ახალ შტამზე ვაქცინა.
ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე ვრცელდება, ისაა რომ ქვეყანაში ახალი შტამის შემომტანმა ერთი მამაკაცი დააინფიცირა, თუმცა პირველმა ინფიცირებულმა საქართველო უკვე დატოვა. ჯანდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროებს ოფიციალურ სტატისტიკას, კოვიდის ახალი შტამით ინფიცირებული სხვა პირების შესახებ.
საქართველოში ახალი შტამით ინფიცირებული კიდევ ბევრია, თუმცა ჯანდაცვის უწყებები ზუსტ მონაცემებს არ ასაჯაროებენ, რადგან კვლევის მეთოდები არასწორი აქვთ.
უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმები, რომლებიც საქართველოში ვირუსის მართვას აქტიურად აკვირდებიან, ამბობენ, რომ არსებული სისტემა ახალ შტამს რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება ადექვატურად ვერ გაუმკლავდება.
ამ დრომდე არ ვიცით, მზად აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი, რომლითაც ახალ შტამს უმკურნალებს.
სპეციალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ ამჯერად მაინც დროულად მოამზადონ მართვის კონკრეტული გეგმა, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც სამედიცინო კოლაფსი, ისე სრული ლოქდაუნი.
ცნობილია, რომ კოვდ 19-ის მუტაციური სახეობა 70%-ით უფრო გადამდებია და ის ახალგაზრდებსა და ბავშვებზე ძალიან სწრაფად ვრცელდება.