თურქეთი, ბელარუსი და ახლა უკრაინა. ბოლო ორ წელიწადში ამ ქვეყნებში დააკავეს საქართველოს მოთხოვნით კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მაგრამ საქართველომ მისი ექსტრადირება არც ერთი ქვეყნიდან არ მოახდინა.
მინდია გორაძის ადვოკატს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია რატომ შეიკავა თავი ოცნების ხელისუფლებამ მისი ჯერ კიდევ თურქეთიდან ექსტრადირებისგან.
საბოლოოდ 2020 წლის ივნისში ლავას ოღლი თურქეთიდან გააძევეს და პირველივე რეისით ბელარუსში გაუშვეს. მინსკში ჩასვლისთანავე მინდია გორაძე ისევ დააკავეს და იქაც საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო. არც ამჯერად გაიგზავნა მასთან ბადრაგი საქართველოში ჩამოსაყვანად, მიუხედევად იმისა, რომ ექსტრადირება ამჯერადაც ქართულმა მხარემ მოითხოვა. ბელარუსი ადვოკატის ვარაუდით საქართველოს ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს მისი ქვეყანაში დაბრუნება.
საქართველომ მისი ექსტრადირება მოითხოვა და წარმოადგინა პატიმრის გადაცემისთვის საჭირო ყველა დოკუმენტიც. ამის საფუძველზე ექსტრადირების მოთხოვნა ჯერ კიდევ ნოემბერში დაკმაყოფილდა, მაგრამ ის არ წაიყვანეს. 23 ნოემბრიდან შეეძლოთ წაეყვანათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა. დარწმუნებული ვარ საქართველოს უბრალოდ არ სურს მისი ქვეყანაში დაბრუნება და უნდა რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს სხვა ქვეყანაში დაკავებული..." ამბობს სერგეი მედვედევი, მინდია გორაძის ადვოკატი ბელარუსში.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია რატომ არ მოხდა გორაძის ექსტრადირება საქართველოში. დაზუსტებული პასუხი არ ჰქონდა არ იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა.
საკითხს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. მათი შეფასებით უკვე იკვეთება პრობლემა, როცა ქვეყანა ძებნილად აცხადებს პირს, ითხოვს მის ექსტრადირებას და გაურკვეველი მიზეზებით ამას არ აკეთებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა იყოს.
კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი ამჟამად ოდესის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაშია. მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. არ არის გამორიცხული ისევ ბელარუსში დააბრუნონ, საიდანაც ორის დღის წინ გამოაძევეს, ან სხვა ქვეყანაში გაუშვან, თუ საქართველო ისევ უარის იტყვის მის მიერ ძებნილად გამოცხადებული მისივე მოქალაქის საქართველოში ექსტრადირებაზე.