კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, შესაძლოა, 16 იანვრიდან ისევ გაგრძელდეს - გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ინფიცირებულთა ყოველდღიურ რაოდენობაზე.
თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეგულაციების გახანგრძლივება კრიზისს გაამწვავებს.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თქვა, რომ საახალწლო და საშობაო მობილობა რისკის მატარებელია. სწორედ ამიტომ, მისივე შეფასებით, მომდევნო 2 კვირაზე მონიტორინგი მნიშვნელოვანი იქნება შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი ინფორმაციით, 16 იანვარი - 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:
მიუხედავად ამისა, უცნობია, როდემდე გაგრძელდება შეზღუდვა, რადგან წინასაახალწლო პერიოდშიც ერთადერთი, რამაც ფუნქციონირება აღადგინა, მოლები იყო.