ზუგდიდში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირზე, კლინიკა "გულთან", ველოსიპედით მოძრავ 43 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. 

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი