დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 489 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 233 879
  • გამოჯანმრთელებულია - 223 276
  • გარდაცვლილია -  2 666
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 14 839 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8 253 PCR ტესტით - 6 586
  • კარანტინის რეჟიმში - 484
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 901
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 765

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 61 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი