ორსულებს დღესაც მოვუწოდებ გრიპზე აიცრან, მათთვის ეს ვირუსი კოვიდზე საშიშია - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა გრიპზე და მარაგში 23 000-ზე მეტი ვაქცინაა დარჩენილი. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. 

იმნაძის განცხადებით, გრიპი ევროპის ქვეყნებში ძალიან აქტიური არაა და მის გავრცელებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს.

"თუმცა, ორსულებს დღესაც მოვუწოდებ მაინც, იმიტომ, რომ მათთვის გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. მოვუწოდებ, რომ გრიპზე აუცილებლად აიცრან", - თქვა პაატა იმნაძემ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი