დღევანდელი, 6 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 666 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 61 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.