საქართველოში რესტორნების უმრავლესობა დაიხურა. ისინი კი ვინც გადარჩენას მიტანის სერვისით ცდილობენ, ხვდებიან რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
თანამშრომლების ნაწილის შენარჩუნება ვერ შეძლო რესტორნების უმრავლესობამ. 28 ნოემბრის მონაცემებით, რესტორნებში დასაქმებული 120 ათასი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. მათ სახელმწიფო პირველი ლოქდაუნის დროს, ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარა, ახლა კი, როცა რესტორნები ხელმეორედ დახურეს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დახმარება აღარ ეკუთვნოდათ.
როგორ დაეხმარება ოცნების ხელისუფლება სარესტორნო ბიზნესს, როცა არ არსებობს გაწერილი გეგმა მთლიანად ბიზნესსქტორის დასახმარებლად. ამაო მოლოდინში მყოფი რესტორატორები სექტორის გაქრობას პროგნოზირებენ.