გარდაცვლილი პატიმრის და თვლის რომ მისი ძმა ციხეში უყურადღებობით დაიღუპა და რეალურად არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.
64 წლის ამირან გიორგაძე ქსნის ციხიდან კლინიკა ვივა მედში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. პატიმარი 2 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრი მთავართან ყვება, რომ მის ძმას ამნისტია არ ეხებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ პატიმრის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა ის ციხიდან გაათავისუფლეს.
მძიმე ვითარებაა თითქმის ყველა ციხეში. რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ თითქმის ყველა მსჯავრდებულს კოვიდ-19-თვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება, თუმცა ციხის ადმინისტრაციას პატიმრებისთვის ტესტირება არ ჩაუტარებია. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ამბობენ რომ ვირუსმა ციხეში მაღაზიის გამყიდველებისგან შეაღწია.
ადვოკატების მტკიცებით ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ამას ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს. პატიმრები კი დახმარებას ადვოკატებს სთხოვენ.
მძიმეა სასჯელაღსრულების მე- 8 დაწესებულების კიდევ ერთი კოვიდ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც უკვე გადაყვანილია კლინიკაში.
ადვოკატის ამტკიცებს, რომ პენიტენციური დაწესებულება საქმის მიჩქმალვას პროკურატურის მეშვეობით ცდილობს.
ლექსო კობაიძე განმარტავს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს, მას შემდეგ რაც ინფიცირებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ფაქტს კი სპეციალური პენიტენციური დაწესებულება უარყოფს.
ეპიდემიამ რომ ციხეებში იფეთქა ამაზე საუბრობს ვივა მედის კლინიკის დირექტორი. ზურა ჩხაიძე განმარტავს, რომ კლინიკაში თითქმის ყველა დაწესებულების ციხიდან შეყავთ ინფიცირებული პატიმრები. კლინიკის დირექტორი ადასტურებს კოვიდ პაციენტის გარდაცვალების ფაქტსაც.
მას შემდეგ რაც ციხეებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მედიამ გააშუქა, მხოლოდ ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო ციხეებში არაფერია.
სულ რამდენი პატიმარი და ბრალდებულია ინფიცირებული ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს. მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები კი ხელისუფლებას მიმართავენ, რომ პატიმრებზე იზრუნონ.