ტრაგედია საჩხერეში. 8 წლის ბავშვი სავარაუდოდ ე.წ. კისტის თოფიდან გასროლით დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთერთ მათგანს შემთხვევით ტყვია გაუვარდა.
შსს მომხდარს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. როგორც "მთავარს" პრესსამსახურში უთხრეს, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.