დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 7 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 694 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 612  ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 87 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 63 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი