უფასო სასადილოს ხელახლა გახსნის უფლება არ მისცეს - გორში უპოვარი მოქალაქეები, 6 თვეა, შიმშილობენ

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში, გორში, ადგილობრივ ეპარქიასთან არსებული სოციალური სასადილო ჯერ კიდევ ზაფხულში სურსათის უვნებლობის სამსახურმა დახურა, მიზეზი კი ის იყო, რომ აუცილებელ სტანდარტებს სასადილო არ აკმაყოფილებდა.

სასადილოში რეკომენდაციების მიხედვით, სტანდარტები მალევე გააუმჯობესეს, მაგრამ პანდემიის მოტივით -- ხელისუფლება მის გახსნაზე მფლობელებს უარს ეუბნება.  სოციალურად დაუცველები, რომლებიც ამ ქვემლოქმედების იმედად იყვენენ,  ამბობენ, რომ ისინი ულუკმაპუროდ დატოვეს და შიმშილისთვის გაწირეს.

ამ ფონზე ოპოზიცია ხელისუფლებას ისევ უყურადღებობასა და გაუბედურებული, პანდემიის გამო ისედაც დაბეჩავებული და დამშეული სოციალურად დაუცველებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი