შორენა თეთრუაშვილს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერანტს გუშინ გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა.

შორენა თეთრუაშვილის სწრაფ ტესტზე დადებითი პასუხი, თავის მხრივ, იმის ერთერთი მიზეზი გახდა, რომ მრევლმა საშობაო ეპისტოლე ამ წელს ვერ მოისმინა - სწორედ მდივან-რეფერანტს ევალება საშობაო ეპისტოლის ტექსტზე ზედამხედველობა, ხოლო შორენა თეთრუაშვილის თვითიზოლაციაში გადასვლის გამო ტექნიკურად ვეღარ მოხერხდა იმ შენიშვნების გათვალისწინება და ტექსტში ჩასმა, რაც პატრიარქს ჰქონდა ეპოსტოლესთან დაკავშირებით. 

საპატრიარქოს გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეზე, შორენა თეთრუაშვილი დიასახლისობდა და პატრიარქთან ახლო დისტანციაზე იმყოფებოდა, რის გამოც ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მრევლმა საშობაო ეპისტოლე ვერ მოისმინა, რადგან პატრიარქის დავალებით მისი შეცვლა ვერ მოესწრო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი