ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. 

საჯარო რეესტრს განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ მიმართა.

მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის შეჩერების მიზეზი წესდების დარღვევით ჩატარებული განმეორებითი საერთო კრებაა, რომელიც 2020 წლის 24 თებერვალს ჩაშლილი საერთო კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

საჯარო რეესტრის განცხადება

შეგახსენებთ, არჩევნები ​​​​​​რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.

ფოტო: თაკო კიკალიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი