რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.
"გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მხარი დაგვიჭირა თუ არ დაგვიჭირა, აქ არის ერთიანობა, თუ არ შევინარჩუნეთ ერთიანობა ქართული რაგბი დაზარალდება, არავისთან დაპირისპირება არ გვქონია, არჩევნებს ახლავს დაძაბულობა, რაც ქართული რაგბისთვის უკეთესია იქით წავალთ" , – ამბობს რაგბის კავშირის ახალი არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე
ირაკლი აბუსერიძემ კენჭისყრის შედეგად 31 ხმა აიღო, გოჩა სვანიძემ კი – 10 ხმა, ხოლო ბაჩო ხურციძეაპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რადგან არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
სარაგბო კლუბები ამბობენ, რომ ბაჩო ხურციძემ მას შემდეგ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მიხვდა, რომ არჩევნებს ვეღარ მოიგებდა.
გუშინ, მუნიციპალურმა სარაგბო კლუბებმა, განცხადება გააკეთეს, რომ მთავრობა რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად ერეოდა – მთავრობის სახელით გვირეკავენ, ციხით და დაფინანსების შეწყვეტით გვაშინებენ – სარაგბო კლუბები. სარაგბო კლუბებმა, ზეწოლაში, ოცნების მაჟორიტარი გივი ჭიჭინაძე დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა.
ხურციძის მოთხოვნის საფუძველზე რაგბის კავშირში არჩევნების გადადების განსახილველად სხდომა ჩაინიშნა.
რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნების გადასადებად გამართულ სხდომას, ხურციძისგან განსხვავებით, სხვა ორი კანდიდატი აპროტესტებდა.