ძმის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთზე იმსჯელებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ჩაინიშნა. სხდომა 12:30 საათზე დაიწყება და სრულად დისტანციური ფორმატით ჩატარდება. პროცესს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი გაუძღვება.
გიორგი ახლოურს დღეს წარუდგინეს. მას ბრალად ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობა ედება. გამოძიება 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ახლოური ბრალს არ აღიარებს და განმარტებას არ აკეთებს.
მკვლელობა თბილისში 2 დღის წინ მოხდა. მოკლულია 19 წლის მიშო ახლოური. მოტივი უცნობია.