ახალი ყრილობის ჩატარება გამორიცხულია – ირაკლი აბუსერიძე რეგისტრაციის შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული და ერთ კვირაში რეგისტრაციაშეჩერებული ირაკლი აბუსერიძე, ამბობს რომ რაგბის კავშირში ახალი ყრილობა არ გაიმართება და ის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტია.

ირაკლი აბუსერიძეს, რეგისტრაცია საჯარო რეესტრის განცხადების, საფუძველზე შეუჩერდა, აბუსერიძის თქმით, რეესტრის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

"გამორიცხულია ახალი ყრილობის ჩატარება, იმიტომ რომ სრული კანონის დაცვით ჩატარდა და ლეგიტიმური იყო, ყველაზე უმაღლესი ორგანოა რაგბის კავშირის ყრილობა, გამგეობაზე და პრეზიდენტზე მაღალი რანგის არის და ამიტომ სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა. შეტანის დროს არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდა, ცოტა გაუგებარია ჩემთვის ეს დახარვეზება, ეს არის ნორმალური პროცესი, საჯარო რეესტრი ყოველთვის, სანამ საქმეში ბოლომდე არ გაერკვევა თავს იკავებს დარეგისტრირებისგან" , – ამბობს რაგბის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ბაჩო ხურციძე, რომლის მიმართვის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა, ამბობს რომ არჩევნები ხარვეზით ჩატარდა

"შავით თეთრზე წერია, რომ დარღვეული იყო ვადები და უნდა ჩატარებულიყო მორიგი საარჩევნო ყრილობა, უნდა გადათვლილიყო ხმები თავიდან, რაც როგორც ჩანს არ აწყობდა, იმიტომ რომ ეს ორი კანდიდატი ვნახეთ ორკესტიტრებულად მოქმედებდნენ, ამას არ ჭირდება ისტერია. რეესტრში ფიზიკურად ვერ წარადგენს ვერავინ იმ დოკუმენტს, რაც ხარვეზს აღმოფხვრის, ეს არის მარტო მორიგი კანონიერად სწორად დანიშნული საარჩევნო ყრილობის ოქმი " – ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბაჩო ხურციძე

შეგახსენებთ, არჩევნები ​​​​​​რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

აბუსერიძესთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი