ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო - დაწყებულია გამოძიება

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა კაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა თვითმხილველმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.  

გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირები. ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ სოციალური ქსელით გაიგეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი