სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეტშ, საკუთარი სახლის უკანა ეზოში, მამამ 32 წლის ვაჟიშვილის ცხედარი იპოვა.
ცხედარს ყელთან ჭრილობები აჩნდა, იქვე კი პლასტიკატის საჭრელი დანა იყო დაგდებული. როგორც მეზობლები და ახლობლები ამბობენ, ავთანდილ გრიგოლია დედამ ბოლოს 12 საათისთვის ნახა, მან დედას დაუბარა, რომ მეზობლებთან გადავიდოდა, მას შემდეგ კი დედის ზარს არ პასუხობდა.
დაიბარა, მეზობელთან მივდივარო, მერე არაფერი, ზარზე არ მპასუხობდა. ვიფიქრე, ეკლესიაში წავიდოდა-მეთქი, რადგან ყოველ წელს, შობას, ეკლესიაში დადიოდა. მერე მამამისმა იპოვა შემთხვევით, იყვირა და ყველა შეჰყარა...
მამამ შვილის ცხედარი დაახლოებით 6 საათისთვის იპოვა. 32 წლის ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 - ე მუხლითაა დაწყებული, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ ჰყავთ ეჭვმიტანილი და არც არავინ დაუკავებიათ.
ავტორი: ემა გოგოხია