საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები ჯერ არ გამოჩენილან - უცნობია გაიკეთებს თუ არა PCR ტესტს პატრიარქი

გამოქვეყნდა:

ჯერ უნცობია როდის გაიკეთებს ან საერთოდ გაიკეთებს თუ არა კორონავირუსზე ტესტირებას პატრიარქი ილია მეორე. საპატრიარქო კი ამჯერად საბოლოოდ ადასტურებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილის, კორონავირუსი PCR ტესტითაც დაუდასტრუდა. 

"მოვიდა დიახ, პასუხი დადებითია, ილია მეორესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგები მიიღებენ სათანადო პროტოკოლით", - ამბობს პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა. 

აბბა ალავერდელი მეუფე დავითი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რამდენად ახლო კონტაქტში იყო შორენა თეთრუაშვილი პატრიარქთან მისივე დაბადებსი დღეზე. მისი თქმით, თავად 5 იანვარს უკვე ეპარქიაში დაბრუნდა, გაიარა ტესტირება და პასუხი უარყოფითი იყო. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნებოდა ცნობილი.

საპატრიარქოში დღეს ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, სწორედ მათი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი გაიკეთებს თუ არა ტესტს პატრიარქი. 

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ღონისძიებას ესწრებოდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი