საპატრიარქო ამჯერად საბოლოოდ ადასტურებს რომ შორენა თეთრუაშვილს COVID-19 აქვს

გამოქვეყნდა:

საპატრიარქო ამჯერად საბოლოოდ ადასტურებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილის, კორონავირუსი PCR ტესტითაც დაუდასტრუდა. ამის შესახებ მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნებოდა ცნობილი.

საპატრიარქოში დღეს ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, სწორედ მათი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი გაიკეთებს თუ არა ტესტს პატრიარქი. 

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ღონისძიებას ესწრებოდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც. 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი