არც რუსთავის ციხეში და არც სხვაგან COVID-19-ით პატიმარი არ გარდაცვლილა - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთავის ციხეში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა და აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში COVID-19-ით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმარი გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც N17 და არც სხვა დაწესებულებაში covid-19-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა", - წერია განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი