თემურ წიკლაური გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მომღერალს კორონავირუსული ინფექცია გაურთულდა და საჭირო გახდა სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.
გორის ჰოსპიტალში მთავარის სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მომღერალს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით დასტაბილურდა.