სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად, პატიმრების სოლიდარობის ნიშნად იუსტიციის სამინისტროსთან სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები მიიტანეს.
სამინისტროსთან მისულებს მათ ადგილზე სამართალდამცველები დახვდნენ ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და დაპირისპირებას. პოლიციამ მათ შენობის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცა
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ციხეებში ეპიდაფეთქებაა და ამ ფონზე, ხელისუფლება და ის უწყება, რომელსაც ზედამხედველობა და პატიმრების ჯანმრთელობის დაცვა ევალება, არაფერს აკეთებს.
ჩვენ სიმბოლურად მოვიტანეთ ის პირველადი საშუალებები - პირბადეები, სიცხის საზომები, რომლითაც მათ მივუთითეთ და ვაჩვენეთ რეალურად რომ თავისი მოვალეობები შეასრულონ - ამბობს გიორგი მუმლაძე.
ელემენტარული პირბადე და სიცხის საზომი არ აქვთ და მოვუწდებთ მთავრობას, რომ პატიმარს, რომელიც უმწეოა და ჩაკეტილია საკანში, მიხედონ - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.
აქციის მონაწილეები პოლიციამ 80-80 ლარით დააჯარიმა, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებისთვის.
სწორედ კოვიდ პანდემიაა ერთერთი მიზეზი, რის გამოც პატიმრები ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვენ.
ამ მოთხოვნით შიმშილობენ გლდანის მერვე დაწესებულებასა და ქალთა კოლონიაში.
ამნისტიის გაფართოებას ითხოვენ, მსჯავრდებულების ახლობლებიც, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც დღეს ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. პროტესტი თბილისის გარდა, რუსთავშიც იყო.