"მთავარის" ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. დაღუპული სასჯელს რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იხდიდა.
"გარდაიცვალა ორი პატიმარი, ერთი ქსანსში, ერთი რუსთავში, მე-17-ში, ამას მალავენ", - ამბობს პატიმრის ახლობელი.
ამ წუთებში პატიმრების ახლობლები ორ ქალაქში, თბილისსა და რუსთავში, საპროტესტო აქციას მართავენ და ეწინააღმდეგებიან ამნისტიის კანონპროექტსა და კოვიდტესტების ნაკლებობას.
ოფიციალური ცნობით, დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 46 საეჭვო პირიდან 4-ს დაუდასტურდა.
აქვე გეტყცით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ქსნის ციხეში პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო ქსნის ციხეში კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სისტემამ თქვა, რომ უყურადღებობაში მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა.