პატიმრები ამნისტიის კანონპროექტსა და კოვიდტესტების ნაკლებობას შიმშილობით გააპროტესტებენ. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მთელი ციხე მიმართავს.
"დამირეკა, ვერ მითხრა ტელეფონში... ცუდ რაღაცებს გაიგებ და არ ინერვიულოო, ამნისტია არ შეგვახესო. მივხვდი და ვკითხე შიმშილს აპირებთ თქო? და მთელი ციხეო", - ამბობს პატიმრის ახლობელი.
ოფიციალური ცნობით, დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი 46 საეჭვო პირიდან 4-ს დაუდასტურდა.
აქვე გეტყცით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ქსნის ციხეში პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო ქსნის ციხეში კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სისტემამ თქვა, რომ უყურადღებობაში მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა.