ახლოურების ოჯახის ტრაგედია-ახალი დეტალები და მამის ბრალდებები სამართალდამცველებს

გამოქვეყნდა:

19 წლის მიხეილ ახლოურის გარდაცვალებაში ოჯახი სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მამის ინფორმაციით მისი შვილისთვის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა საგამოძიებო მოქმედებების გამო დაგვიანდა, რადგან მისთვის ჩვენების ჩამორთმევას ცდილობდნენ. 

პოლიციის განყოფილებაში, სადაც "მთავარი არხის" მამის ბრალდებების გადასამოწმებლად მივიდა, საუბარი არ ისურვეს.

"ლაპარაკობდა, რომ ჩამოვიყვანეთ მე გიომ და ჩემმა დის შვილმა. ბავშვი ცოცხალი მოვიყვანეთ. რანაირად, მაშინ, გზაში ხომ დაიღუპებოდა. ექიმებმა თვეს, რომ არ გვაცადესო, ასეთი ინფორმაციაც მივიღე... თავიანთი სამსახურის გამო ბავშვი დაიღუპა, ასე გამოდის, რომ სამსახური შეესრულებინათ გაწირეს", - ამბობს  მამა, მარად ახლოური. 

ოჯახი საავადმყოფოდან სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვს, ექიმი კი ოჯახის ვერსიას არ ეთანხმება.

ინგოროყვას კლინიკაში შვილმკვდარი მამის ინფორმაციას უარყოფენ ამბობენ, რომ მედიკოსებისთვის მკურნალობის დროს ხელი არავის შეუშლია. ექიმის თქმით, პაციენტი შეყვანიდან 7 წუთში საოპერაციო ბლოკში იყო. 

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს კი საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

​დაცვის მხარემ 5 ათასი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 

გადაწყვეტილებას ადოკატი სააპელაციოში გაასაჩივრებს.

21 წლის გიორგი ახლოური ძმის მკვლელობას არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს რომ ეს არა განზრახ მკვლელობა, არამედ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულია.  

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება ახლა 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მკვლელობა 5 იანვრის ღამეს მოხდა. 19 წლის მიხეილ ახლოური, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მკვლელობის ბრალდებით, მისივე ძმა დააკავეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი