ყაჩაღობა ზუგდიდში - შსს-მ მეორე ბრალდებულიც დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-მ ზუგდიდში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ე.ჯ.

მანამდე კი, ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ე.გ-ც დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის - 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა. 

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს - აცხადებენ შსს-ში

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი