ქუთაისში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული დღეს გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით დაშავებული ქალი დღეს, 8 იანვარს, გარდაიცვალა. 
როგორც ცნობილია, მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქუთაისში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი