დღეს კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 529

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 529 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 238 086 
  • გამოჯანმრთელებულია - 224 718 
  • გარდაცვლილია -  2 750 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 18 149, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11 095, PCR ტესტით - 7 054
  • კარანტინის რეჟიმში - 512
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 867
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 754

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 64 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი