ქუთაისში დაიღუპა ქალი, რომელსაც ახალი წლის ღამეს ბრმა ტყვია მოხვდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ბრმა ტყვიით 84 წლის ქალის დაიღუპა - შემთხვევა ახალი წლის ღამეს, გელათის ქუჩაზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, რა დროსაც ტყვია მოხვდა; ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი