"ყვიროდა, ხმაურზე რომ მოვედით, შოკში იყო" - სტაბილურად მძიმეა შვილი, რომელმაც მამა მოკლა

გამოქვეყნდა:

მეზობლების ინფორმაციით, შვილს, რომელმაც მამა, 62 წლის კოტე წურწუმია, ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

აქვე გეტყვით, რომ 35 წლის ნიკოლოზ წურწუმიამ მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობაც სცადა იმავე დანით, რომლითაც მამას ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა, თუმცა ის დროულად გადაარჩინეს. 

დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა კონფლიქტის წყაროდ ურთიერთშელაპარაკება სახელდება. 

"ნასვამ მდგომარეობაში კი იყვნენ, მაგრამ 1000-ჯერ, არავინ არ იცის რა მოხდა, თვითმხილველი არ ჰყავს ამბავს, სამზარეულოს დანაა ნახმარი"

"თავისი ხელით მიიყენა ჭრილობა. ყვიროდა და ხმაურზე რომ მოვედით, შოკში იყო თვითონ. ეპილეფსია აქვს და გაურკვეულწილად იცით როგორც მოქმედებს ადამიანზე, შეიძლება, რომ წუთიერად გათიშოს", - ამბობენ მეზობლები.

ნიკოლოზ წურწუმიას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება შსს-მ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი