საზ.ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ბასლაინებში სიარული დასჯადი აღარაა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. "ბასლაინებში" მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან.

"დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 16 იანვრიდან უნდა განახლდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი