რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ირაკლი აბუსერიძესა და ბაჩო ხურციძეს შორის დაპირისპირება და ურთიერთბრალდება გრძელდება.
ხურციძე ფიქრობს, რომ 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურია.
"ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის მორიგი საარჩევნო ყრილობის დანიშვნა. მოვუწოდებთ რაგბის კავშირს, დანიშნოს ყრილობა. იმ შემთხვევაში, თუ აბუსერიძე-სვანიძის ალიანსი წარადგენს საჯარო რეესტრში რაიმე სახის დოკუმენტს და საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს მათ პრეზდენტად და გამგეობის წევრად, პირობას გაძლევთ, სასამართლოში არ წავალ და არ შევუშლი ხელს რაგბის კავშირის მართვაში. დავინახოთ, როგორ მოიქცევა მათი ალიანსი", - თქვა ხურციძემ.
თავის მხრივ, ირაკლი აბუსერიძე ფიქრობს, რომ მისი მიმართულებით წაყენებული ბრალდებები არაკანონიერი და უსამართლოა.
შეგახსენებთ, არჩევნები რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა. მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე.