რუსთავის მე-17 დაწესებულების პატიმარი ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ადმინისტრაციისგან ამნისტირების პირობა მიიღო, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა.
"მთავარ არხს" მსჯავრდებულის, კახა შონიას ოჯახი დაუკავშირდა. მათი თქმით, პატიმრის ჯანრმთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ.
"გამიყვანაო ციხის უფროსობამო და მითხრესო, კახა, აუცილებლად შეგახებთ ამნისტიასო. ამის შემდეგ გავიდაა დაახლოებით 2 თვეზე მეტი. სამი თვე ველოდებოდი პასუხს,მომივიდა ერთი ფურცელი, რომელშიც არ წერია, არაფერი გასაგებად. მე ისიც, მოვითხოვე, რა მედიკამენტებს ხმარობს, რა დიაგნოზი აქვს, რა კვლევები აქვს ჩატარებული, მაგრამ არანაირი პასუხი არ იყო", - ამბობს პატიმრის ერთერთი ოჯახის წევრი.
"დღეს უკიდურესად მძიმეა მისი მდგომარეობა, სრულიად უცხო ადამიანმა დაგვირეკა. გთხოვთ, ან ციხის ადმინისტრაციას, ან ჩაერთოს სახალხო დამცველი, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შეუძლია დახმარება, დაგვეხმარეთ და გაგვაგებინეთ ამ ადამიანის მდგომარეობა. მას აქვს ცეროზის მეოთხე სტადია და გადატანილი აქვს ორი ინსულტი... იქ, ადმინისტრაციაში პასუხს ვერავინ, ვერაფერზე ვერ გვაძლევს", - ამბობს პატიმრის ახლობელი.
დღეს, 9 იანვარს, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისის, რუსთავისა და ქსნის ციხეებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსის" თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ პარლამენტმა დეტალურად უნდა შეისწავლოს საპატიმროებში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებული მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონი ძალაში 11 იანვარს შევა, მანამდე კი პატიმრების ოჯახის წევრები პერმანენტულ აქციას აგრძელებენ.