მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ამნისტიის კანონს პარლამენტის შენობასთან გააპროტესეტებენ - ვითარება ციხეებში

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-17 დაწესებულების მსჯავრდებული, კახა შონია იმ პატიმრების სიაში ვერ მოხვდა, რომლებიც ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიის შემდეგ საპატიმროს დატოვებენ. პატიმრის ოჯახი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისინი კიდევ ერთხელ მოატყუა და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეწყალების შესახებ არ შეასრულა. პატიმრის ნათესავები კახა შონიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამის შესახებ არა ციხის ადმინისტრაციისგან, არამედ პატიმრის თანამესაკნისგან შეიტყვეს.

ციხეებში დრამატული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ამნისტიის მოთხოვნა საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ხდება. მზარდია იმ მოშიმშილე პატიმრების რიცხვიც, რომლებიც ამნისტიის ყველა მსჯავრდებულზე გავრცელებას ითხოვენ. პროტესტს აგრძელებენ მათი ოჯახის წევრებიც - თბილისის, რუსთავის, და ქსნის სასჯელაღსულების დაწესებულებასთან დღეს
სიგნალებისა და შეძახილების ხმა ისმოდა. მსჯავრდებულთა ახლობლები ხელისუფლებას 
უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება პატიმრებისთვის მიცემულ დაპირებას არ შეასრულებს.

ქუჩაში გამოსული აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩილ თალაკვაძე ერთერთია, ვინც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს დაპირებებს აძლევდა. პატიმრების ნათესავები შერჩევით ამნისტიაზე საუბრობენ და მათი მოთხოვნაა - სასჯელის ვადა ყველას ერთი მეოთხედით შეუმცირდეთ.

პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ორი პატიმარი COVID-19-ით გარდაიცვალა. პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს, თუმცა, მსჯავრდებულები და მათი ოჯახების წევრები "მთავარ არხს" გარდაცვლილი და ინფიცირებული პატიმრების შესახებ უყვებიან.

ციხეებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პენიტენციურმა სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ მკურნალობენ ინფიცირებულ პატიმრებს და არიან თუ არა ინფიცირებული მსჯავრდებულები რისკის ქვეშ.  

ორშაბათს "ქართულ ოცნებას" ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მოუწევს, პატიმრების ოჯახები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი